აქტიური ცხოვრება
მიუხედავად იმისა რომ ამ ბოლო დროს ძალიან ვიღლები, მაინც არ ვაგდებ 15 წუთიან ვარჯიშებს. ყოველდღე თუ არა დღე გამოშვებით მას აუცილებლად ვაკეთებ. ამ ბოლო დროს ჩემი ვარჯიში არის უბრალოდ აქტიური ცხოვრება და ეს 15-30 წუთიანი მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები.
აქტიურ ცხოვრებაში ვგულისხმობ რომ ვცდილობ სამსახურიდან კვირაში 2 ჯერ ველოსიპედით წავიდე სახლში ან/და შაბათ-კვირას დამატებით ვისეირნო ველიკათი.
თუ არის შესაძლებლობა არ ვამბობ უარს ლაშქრობებზე.
წელს პირველად ვსინჯე კანოე, სპორტული ნავი. ძალიან ვისიმოვნე მდნინარზე ამ ნავით გასვლა. მშვენიერი ვარჯიში გამოვიდა მკლავებისთვის:)
ჩავეწერე მხირულ ‘გამაფერადე” გარბენში. მონაწილეებს ფერადოვან პუდრას აყრიდნენ ალაგალაგ და ზოგ ადგილებში ფერად წყლითაც კი წუწავდნენ მორბენლებს. სარბენად გასვლა მეზარება. მაგრამ თუ დავძლიე სიზარმაცე, მერე მსიამოვნებს. საჯარო გარბენები მე პირადად ძალიან მიზიდავს.
ჩაეწერე სითი მარათონში და შეუერთდი მხიარულ და ჯანმრთელ წამოწყებას “ჩემი ქალაქი დარბის”. შემდეგი გარბენი 24 აგვისტოს ჩატარდება. იხილე სიახლეები აქ.
გთავაზობთ ჩემს გუშინდელ 16 წუთიან ვარჯიშს. თითო ვარჯიში სრულდება 30 წამით, 10 წამი შესვენება შუალედებში.16 წუთიანი ვარჯიშისთვის ამ 6 ვარჯიშს 4 წრეზე შესრულება უწევს. 12 წუთიანისთვის – 3 წრეზე. ამობეჭდეთ და ივარჯიშეთ. შეამცირეთ ან გაზარდეთ წრეების რაოდენობა სურვილის მიხედვით. http://www.wokoutlabs.com -ზე შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ვარჯიშიც.
იემდია ტემპს არ დავაგდებ. თქვენც წარმატებებს გისურვებთ. მომწერეთ როგორ ინარჩუნებთ ფორმას.

რა კარგი ფოტოები გაქვს ხოლმე, შენს ადგილზე ბლოგს უფრო დავტვირთავდი ფოტოებით, მითუმეტეს რომ ძალიან კარგი, ხარისხიანი და ლამაზი ფოტოები გაქვს.
თამი დიდი მადლობა. სამწუხაროდ ამ პოსტზე ტელეფონის სურათები გამოვიყენე და მიხარია თუ მოგეწონა. რაც შეეხება კარგი სურათების დადებას, ერთი იდეა მაქვს და იმ პოსტსაც გამოვაქვეყნებ:)
მართლა ძალიან მომწონს შენი ბლოგი 🙂 ძალიან სიცოცხლით სავსე პოსტები გაქვს 🙂
ძალიან დიდი მადლობა ასეთი გამოხმაურებისთვის. ძალიან გამიხარდა თუ მოგეწონა ბლოგი!