შაქარი – მისი მავნებლობა
ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ თაგვები რომლებიც იღებდნენ შაქარს უფრო მალე კვდებოდნენ ვიდრე ის თაგვები, რომელთაც უშაქრო კვების რეჟიმი ჰქონდათ გამოწერილი. საუბარია არა ბუნებრივ შაქარზეა (natural sugar), რომელსაც ხილის სახით ვიღებთ, არამედ დამატებულ შაქარზე (added sugar), რომელიც საკვების მომზადების დროს არის დამატებული სიტკბოს მომატების მიზნით, მაგალითად ტკბილი ჩაი, ნამცვხარი, შოკოლადი, ნაყინი, სხვადასხვასახის ტკბილეულობები ა.შ.
კვლევის საბოლოო დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ დამატებული შაქრის დღიური დოზა, რომელსაც საშუალოდ მივირთმევთ არ არის უსაფრთხო ადამიანის ჯანმთელობისთვის.
ამერიკის გულის ასოციაცია დღიურ ნორმად ქალებისთვის 6 სუფრის კოვზ შაქარს ასახელებს, ხოლო მამაკაცებისთვის კი-9. ასე რომ ერთი ბოთლი კოკა- კოლა თუ დალევთ თქვენ უკვე ნორმას გადააჭარბებთ. 1 ბოთლი, ანუ 355 მლ 9,5 კოვზ შაქარს რომ შეიცავს, იცოდით? ასევე redbull-იც და ფორთოხლის წვენიც.
1 სუფრის კოვზი საშუალოდ 4 გრ შაქარშ შეიცავს, ასე რომ დღიური ნორმა 24 გრ შაქარი გამოდის.
რატომ არ ვარგა შაქარი:
- შაქრის მიღება ენერგიულს გვხდის, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება, რადგან სისხლში შაქრის დონე მალევე კლებულობს . შედეგად უენერგიო და უხასიათოები ვართ.
- თუ მას დიდი რაოდენობით მიირთმევთ სწრაფად მონელებადი ფორმებით (უალკოჰოლო სასმელი, ტკბილეული), თქვენი ღვიძლი ფრუქტოზას გარდაქმნის ცხიმებად, რომლებსაც ტრიგლიცერიდები ეწოდება.
- დიდი დოზით შაქრის მიღება ასოცირებულია გულის დაავადებებთან, დიაბეტთან, სიმსივნესთან, და ა.შ.
შაქარი იწვევს მიჩვევას და ძალიან ძნელია მისგან თავის დაღწევა, მაგრამ თუ მოვინდომებთ ყველაფერია შესაძლებელი. რჩევები:
- არ დაიწყოთ დილა ტკბილეულით. მსმენია ბევრისგან მოსაზრება, რომ ამ მიღებულ ტკბილეულს დღის განმავლობაში დაწვავთ და ამიტომ არაუშავს თუ დილას მიირთმევთ. ეს არ არის სწორი. სასურველია თქვენი დილა და საუზმე შეიცავდეს ცილას. ანუ ჩართეთ კვერცხი თქვენს საუზმეში.
- მიიღეთ მეტი ცილა და მჟავე საკვები (მწნილი). ცილა და მჟავე ანაყრებს და ამცირებს შაქარზე მოთხოვნილებას.
- ნუ დალევთ ნაყიდ წვენებს. ისინი შეიცავენ ძალიან ბევრ შაქარს.
- ამოიღეთ მთლიანად გაზიანი სასმელები. შაქარი და ქიმია:)
- სანამ light, low fat, no fat საკვებს შეიძენთ შეადარეთ იგივე პროდუქტის შედარებით ცხიმიან ვარიანტს. აღმოაჩენთ რომ უცხიმო ვარიანტებს ბევრად უფრო მაღალი შაქარს შემცველობა აქვს ვიდრე ცხიმიანებს. უცხიმო საკვები უდრის უგემურს, ასე რომ გემოს გასაუმჯობესებლად მწარმოებლები ამატებენ შაქარს და სხვა არასასარგებლო ინგრედიენტებს.

თავიდან გამიჭირდა,მაგრამ მივეჩვიე უშაქრო ყავას და ჩაის 😀
მეც ასევე. 9 წლის წინ ამოვიღე შაქარი ჩაი დ ყავადან, და მას მერე ძალიან მენატრება ხოლმე ტკბილი სასმელის გემო მაგრამ რამდენი დავამატებ ხოლმე შაქარს სამწუხაროდ ვერ ვსვამ იმდენად მეტკბილება. თუმცა შოკოლადებს/ნამცხვრებს არ ვაკლებ :((( თუმცა ვაკონტროლებ ბოლო კვირაა რომ ეგეც შევამცირო რაციონიდან ნელნელა.
ყველაზე მთავარი შეჩვევაა და პირველი ნაბიჯები,შემდეგ უფრო ადვილია..მეც ვცდილობ შაქრის რაოდენობა ვაკონტროლო და შოკოლადებს თავი დავანებო,ოღონდ ნელ-ნელაა 😀 რა თქმა უნდა შენც შეძლებ
იმედია. დღეს მთელი დღეა შოკოლადზე ვფიქრობ:) არ უნდა ვიფიქრო, ვითომ არ მინდა 🙂
🙂
ეჰ, ანი, როგორ ვბრაზდები! რა უსამართლოა სამყარო ქალების მიმართ! 😦 ამდენს ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ და ა.შ…. და ჩვენს გემოზე დესერტიც ვერ მიგვირთმევია!… 🙂
მეც უშაქრო ჩაის და ყავას ვსვამ უკვე წლებია … არც გაზიანი სასმელები მიყვარს. მწყენს ისედაც. უკვე მესამე თვეა ვსვამ ჯინჯერის ნაყენს (შენს ბლოგზე ვნახე და მერე სხვა წყაროებიც წავიკითხე). ლიმონს და თაფლს ვამატებ. ძალიან არომატულია და რომ ვიცი რამდენ რამეს უხდება, ძალიან მიხარია. თან მადასაც აშკარად აქვეითებს.
თიკო არ თქვა :))) ამდენს ვშრომობთ და ნუთუ ერთი დესერტიც კი არ გვეკუთვნის? :)) მაგრამ არავის ეკუთვნის როგორც გამოდის :(( რა ცუდია. არადა მწარმოებლები რას აღარ აკეთებენ რომ თავზე მოგვახვიონ შაქარი და წარმატებითაც გამოსდით.
ჯინჯერი ძალიან მიყვარს, მაგრამ საკვებში. ვსინჯე და ერთჯერადი პაკეტებიანი ჩაი ვიყიდე, მაგრამ საშინლად არ მომეწონა. შენი კომენტარის მერე მივხვდი რომ პაკეტებიანი საზიზღარი ჩაი კი არა, არამედ თვითონ ნედლი ჯინჯერი უნდა გამოვიყენო და დავაყენო:) გემოვნებით თაფლი და ლიმონი დავამატო. ვსინჯავ დღეს აუცილებლად! მადლობა იდეისთვის. მადას რამე თუ დამიქვეითებს, ბუნებრივი საშუალებით, დიდი სასწაულო მოხდება. როგორც ყოველთვის მგელივით მადა მაქვს ხოლმე :
handful გახეხილ ჯინჯერს ვასხამ 2 ლ მდუღარე წყალს, ვაწურავ 1 ლიმონს და ნახევარ კოვზ თაფლს ვამატებ. უზმოზეც კარგია, მერე ჭამის წინ 1 ჭიქა. ისედაც გემრიელია. თურმე, ჰოლივუდის მსახიობები დიეტობენ ამ ნაყენით. თუ ვინმე შეგხვდეს პარკში სირბილისას, ჰკითხე :)))
ათი წელია შაქრიანიყავა და ჩაი არ დამილევია, მთავარია ერთხელ თქვა უარი და მერე ისე ეჩვევი, შაქრიანის დალევისას გული გერევა(ჩემს შემთხვევაში ასეა)
ყოჩაღ თამი! ყველას არ შეუძლია!